ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.16%, ბოლო 14 დღის – 9.14%.
ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან თბილისში 3 479 გამოვლინდა, აჭარაში – 587, იმერეთში – 434, ქვემო ქართლში – 159, შიდა ქართლში – 254, გურიაში – 130, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 199, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 84, სამცხე-ჯავახეთში – 85, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 26.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 309, საიდანაც 4 379 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 077 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 39 853 – ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 003, მათგან 289 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.