საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში ჩატარდა 73 821 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი, 39 ადამიანი გარდაიცვალა.
დღიური დადებითობა 30.16%-ია, ბოლო 7 დღის – 27.87%, ბოლო 14 დღის კი 25.24%.
22 263 ახალი შემთხვევიდან თბილისში 10 129 დადასტურდა, აჭარაში – 2 173, იმერეთში – 3 357, ქვემო ქართლში – 1 340, შიდა ქართლში – 1 279, გურიაში – 456, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 1 480, კახეთში – 1 091, მცხეთა-მთიანეთში – 479, სამცხე-ჯავახეთში – 376, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 103.