საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 65 829 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 48 468 პაციენტი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 516 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურდა 1 438 353 შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა – 1 488, იმერეთი – 3 269, ქვემო ქართლი – 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 337, კახეთი – 1 127, მცხეთა-მთიანეთი – 370, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 97.