დადასტურდა კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 ადამიანი

ბოლო 24 საათში ჩატარდა 40 504 ტესტი და დადასტურდა 10 230 ახალი შემთხვევა,  48 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 7 223 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.89%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.73%.

ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან თბილისში 4 305 გამოვლინდა, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 662, ქვემო ქართლში – 541, შიდა ქართლში – 638, გურიაში – 424, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 779, კახეთში – 842, მცხეთა-მთიანეთში – 218, სამცხე-ჯავახეთში – 208, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 90.