ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1147 ადამიანი, ხოლო 27 გარდაიცვალა.
31 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 419 534
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 382 393
- მათ შორის გარდაცვლილი – 5820 , ბოლო 24 საათში – 27
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 41965, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24659, PCR ტესტით – 17306
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,62%, ბოლო 14 დღის – 6,78%, ბოლო 7 დღის – 7,35%
- სულ აცრილია – 481591, დღიურად აცრილია – 16618
- კარანტინის რეჟიმში – 54
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5651
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1989