”ეს არის მორჩილება ქართული ოცნების მიმართ და რეალურად გვაქვს სურათი, როდესაც სასამართლო კლანი ქვეყანას აგდებს უმძიმეს მდგომარეობაში განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს რეალურად არის ის, რომ ქართული ოცნება და სასამართლო კლანი არის განუყოფელი ერთმანეთისგან. ეს დადასტურდა ზუსტად, მორჩილი მოსამართლეების გადაწყვეტილებით. ”

ასე ეხმაურება ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ს საელჩოს პროგრამიდან მოხსნას. ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ გვარამიას მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში კიდევ 5 მოსამართლე არ წავიდა