საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი.გამოჯანმრთელდა 2 070 პაციენტი. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5.45%-ია, ბოლო 7 დღის – 6.67%, ბოლო 14 დღის კი 7.11%.
18 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 906 965 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 852 560 გამოჯანმრთელდა, 12 971 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 39 285 აქტიური შემთხვევაა.