დადასტურებული შემთხვევებიდან 87 აჭარიდანაა – მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინციცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 12 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 158 ახალი შემთხვვეიდან 87 აჭარიდანაა 28 კი სამეგრელოდან.

”158 ახალი შემთხვევის განაწილება შემდეგია, 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს 158 ციფრი ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, მინდა გითხრათ, რომ წყნარად ვიყოთ. ძალიან სწრაფად მოხდა მოძიება ინფიცირებულების კონტაქტების, მათი გამოკვლევა, დადასტურება, შემიძლია გითხრათ, ამ 158-ის დიდი ნაწილი არის ბათუმი, სადაც უკვე ლოკალიზებისკენ მივდივართ”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.