შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც კახეთში დედა დაჭრა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.