დავაკავეთ კაცი, რომელიც “აზოვის” დავალებით ყირიმში ტერაქტს გეგმავდა – FSB

რუსეთის ფედერაციის FSB-მ ამტკიცებს, რომ დააკავა ყოფილი უკრაინელი საზღვაო ქვეითი, რომელიც აზოვის პოლკის დავალებით სიმფეროპოლის სავაჭრო ცენტრში ტერაქტს ამზადებდა.

„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული აქტი ყირიმის “რესპუბლიკაში”. გატარებული ღონისძიებების შედეგად რეგიონის მკვიდრი, 1988 წელს დაბადებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის ყოფილი ჯარისკაცი დააკავეს. ნეო-ნაციზმის მხარდამჭერი, რომელმაც აზოვის პოლკის ნაციონალისტების დავალებით, სიმფეროპოლის ერთ-ერთ სავაჭრო და გასართობ ცენტრში აფეთქებასა და ხანძრის გაჩენას გეგმავდა”,– აცხადებს FSB.

მათივე მტკიცებით, ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი-ცეცხლგამჩენი მოწყობილობა დამრტყმელი ელემენტებით, მისი წარმოების კომპონენტებით, ექსტრემისტული ლიტერატურითა და უკრაინის ეროვნული ფორმირებების ატრიბუტით.

“უკრაინელ რადიკალებთან მიმოწერა დაგეგმილი ტერორისტული აქტის განსახილველად ნაპოვნი იქნა კომუნიკაციის საშუალებებში“, – აცხადებენ FSB-ში.