დავაკავეთ კაცი, რომელმაც ხაშმში არასრულწლოვან ძმასთან ერთად ეკლესია გაქურდა – შსს

შსს-მ ხაშმში ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. მათ ასევე ამხილეს დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა – 2004 წელს დაბადებული ლ.გ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა – მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს” – აცხადებს უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს