ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების საქმეზე აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს თურქეთიდან იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი შემოჰქონდა, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოვებდა და ბრენდირებული სარეცხი საშუალებების —”პერსილისა” და “არიელის” სასაქონლო ნიშნით ჰყიდდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული, “პერსილისა” და “არიელის” სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები.
გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს