დავაკავეთ პირი, რომელმაც ლაგოდეხის ერთ-ერთ კაფეში კაცი დაჭრა – შსს

სამართალდამცავებმა დააკავეს ერთი პირი, რომელმაც შსს–ს ცნობით, ლაგოდეხში მდებარე კაფეში ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებული დანაშაულს აღიარებს”,– აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.