დააკავეს პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში, ქუჩაში მეგობარ ქალზე იძალადა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კაცმა ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.