საქართველოს გენერალური პროკურატურა, განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ დააკავეს შსს-ს თანამშრომელი, რომელიც დუშეთში ქვეითს დაეჯახა და მიიმალა.
“დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.