დავაკავეთ 63 წლის კაცი, რომელმაც მეზობელ არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად იძალადა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 63 კაცი, რომელმაც მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად იძალადა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა” –  აცხადებს შსს.

აღნიშნული შემთხვევა გორში მოხდა. 60 წელს გადაცილებულმა კაცმა 12 წლის გოგო გაიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.