რუსეთი კიევს დარტყმით დაემუქრა, თუ უკრაინა “დივერსიას გააგრძელებს”. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ დივერსიის მცდელობებს და დარტყმებს უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. თუ ასეთი შემთხვევები გაგრძელდება, მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევში, რისგანაც რუსული ჯარი ამ დრომდე თავს იკავებდა“, – განაცხადა მან რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით.
სავარაუდოდ, “დივერსიაში” რუსული მხარე გულისხმობს რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად ნავთობისა და საბრძოლო მასალი საცავის აფეთქებას, რის გამოც, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები თავიანთ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან. უკრაინის განცხადებით, აფეთქებამ პანიკა გამოიწვია მეზობელ რეგიონებში.