დავარტყით რუსეთის ძალიან მაღალი დონის სამეთაურო პუნქტს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში რსების “ძალიან მაღალი დონის” სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე საბრძოლო მასალები და ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ფეთქდებოდა.

“ჩვენ დავფარეთ ძალიან მაღალი დონის სამეთაურო პუნქტი – ბრიგადაზე დაბალი არა და შესაძლოა უფრო მაღალიც კი, ხერსონის რაიონში. მარჯვენა სანაპიროსთვის ეს ძალიან მაღალი დონეა.იქ საბრძოლო მასალები ფეთქდებოდა სამი-ოთხი საათის განმავლობაში. მოკლედ, ძლიერად დავარტყით ხერსონის რაიონში, ასეთი მშვენიერი ამბავი მოხდა”,– განაცხადა არესტოვიჩმა.