“დავარღვიეთ ჯანმოს რეკომენდაცია” – რომელი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა საქართველომ, რომელმაც ქვეყნის წარმატება განაპირობა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა რომ მათ დაარღვიეს მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები რომლითად მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. ცერცვაძე ასევე საუბრობს საქართველოს წარმატებაზე, რომლითაც მსოფლიოს ყურადღებას ვიპყრობთ.

“ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდან ყველა საპასუხო ღონისძიება ეპიდემიის ყველა ეტაპზე გადადგმული იყო დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად. ამან განაპირობა წარმატება

​ბევრს არ სჯერა, რა განვითარების სტადიაზეა ევროპის ქვეყნები და რა ეტაპზე საქართველო, დაუჯერებლად მიაჩნიათ, როგორ, თქვენ დროულად გადადგით რაღაც ნაბიჯები და სხვამ არ გადადგა, რატომ ?! ამას ვერ გეტყვით, ზოგმა საფრთხე სათანადოდ არ შეაფასა, არ ჩათვალა რომ ეს ასეთ მასშტაბებს მიიღებდა.ჩვენ დასაწყისში დავარღვიეთ ჯანმო-ს რეკომენდაციები, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობდა და ამბობდა, რომ გამოკვლევა მხოლოდ იმ პაციენტებს ჩასტარებოდა, რომლებიც ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული, ჯდებოდა შესაბამისი შემთხვევის განსაზღვრებაში.რომელსაც ჰქონდა მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექცია და ჩამოთვლილი იყო ტემპერატურა 38 გრადუსი ან მეტი, მერე ხველა და ა.შ. მერე რისკის ფაქტორები.

 

ჩვენ პირველივე დღეებიდან ეს ამოვიღეთ და ეს ერთ-ერთი წარმატებული მომენტი იყო, რაც სხვა ქვეყნებმა არ გააკეთეს – ის პირობა, რომ გამოკვლევები ჩასტარებოდა მხოლოდ მათ, ვისაც 38 და მეტი გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა. ჩვენ დავწერეთ ცხელებით, ან ცხელების გარეშე.

 

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით, ვაანალიზებდით ყველა ერთეულ შემთხვევას ჯერ კიდევ ჩინეთში და შემდეგ სხვაგან.ვხედავდით, რომ მათ არ ჰქონდათ ცხელება და სიმპტომები.სხვებმა ამაზე დროული რეაგირება არ მოახდინეს, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასე დაადგინა, ჩვენ უნდა შევასრულოთ.ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კონსერვატიული ორგანიზაციაა. სწრაფ რეაგირებას არ აკეთებს. მთელი ბიუროკრატიის გავლა უნდათ, რომ გადაწყვეტილება შეეცვალათ.მე ჩვენი 120-მდე შემთხვევიდან დავითვალე, იმ კრიტერიუმით, რომ 38 გრადუსი უნდა ჰქონოდათ ტემპერატურა, 1/3-ზე ნაკლები დიაგნოზი იქნებოდა დასმული.

2/3 ვერ დაისმეოდა, ისინი საზოგადოებაში შეერეოდნენ, თან შედარებით მსუბუქები და მატ საზოგადოება არ მოერიდებოდა, არც ისინი -საზოგადოებას, ჩვენ ახლა ყველა ვერიდებით ერთმანეთს“, – განმარტავს ცერცვაძე.