“დავის დაწყებას მალე ვგეგმავთ, ზეგ გვაქვს შეკრება, სადაც უკვე სარჩელის შინაარსსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, მალე დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცესი პირველ რიგში, შევიტანთ შესაბამის სარჩელს ე.წ. Ofcom-ში, იქაურ მარეგულირებელ კომისიაში და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ სასამართლო ინსტანციებს – 10 მილიარდს მოვითხოვთ თუ არა არ ვიცით, მაგრამ…
[…] ფინანსური მოთხოვნა ნაკლებად აქტუალურია, ჩვენთვის მთავარია ის სამარცხვინო ტყუილი უარყოს BBC-მ რაც მათ გაავრცელეს სრულიად შეგნებულად, დაკვეთით და დავალებით – ამაში მე ვარ დარწმუნებული.
უბრალოდ რამდენად სამარცხვინო იყო ეს ტყუილი? არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში შენ ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ – საოცარი ტყუილია, ხომ არ შეიძლება, ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როცა აფეთქებული არ არის არაფერი”.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში BBC-ის წინააღმდეგ, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელ კომისიაში (Ofcom) სარჩელის შეტანის შესახებ ისაუბრა.













