„როდესაც ეს ამბავი გავიგე, რომ ასეთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების, სუფთა რეპუტაციის ადამიანი, არაჩვეულებრივი მენეჯერული თვისებების ადამიანი ჩაუდგა სათავეში შტაბს, აღტაცებული ვიყავი. ახლა უფრო გულდაჯერებულად, მშვიდად და უფრო დიდი შემართებით შევდივარ “ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად ბრძოლაში.
მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გველის, დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. მიხარია, რომ შტაბს ხელმძღვანელობთ ამ ბრძოლაში, დაგვრაზმეთ დისციპლინირებულად, ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, ის ლელო დავდოთ, რომელიც თითოეული ნორმალური ქართველის გულს გაახარებს“,
ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დავით გამყრელიძეს.