“დავიბედოთ ერთმანეთი” – დღეს, 2 იანვარს, 19:00 საათზე, მოქალაქეები პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები.
“2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი. წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან. ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:
– თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
– ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” – ნათქვამია ინფორმაციაში.