დავითულიანის მტკიცებით, ვაზისუბნის 62-ე უბანზე დენი “მოკლე ჩართვის” გამო გაითიშა

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა “მოკლე ჩართვის” გამო.

ადგილზე მისულია მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ნიკა მელიას თქმით, უცნობმა კაცმა საარჩევნო ყუთში 10-მდე ბიულეტენი ჩატენა.