პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისი ამოცანა არ არის შერიგებაზე საუბარი, არამედ ძირითად პრინციპებზე შეთანხმება.
“უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს და გაგრძელდეს პოლიტიკური ვითარება არამუდმივად ერთმანეთის დაჭერის, დაპატიმრების და დამხობის ენით, არამედ, ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადასაწყვეტად. ამ ეტაპზე ამოცანად ვხედავ, პირველ რიგში, ძირითად პრინციპებზე შეთანხმების სახით და ამას ვუწოდებ ეროვნულ თანხმობას”,– განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევრონული შერიგების ინიციატივის ფარგლებში დღეს პრეზიდენტი ქართული ოცნების დეპუტატებს და გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა. პოლიტიკოსებთან შეხვედრებს ზურაბიშვილი ინდივიდუალურ რეჟიმში განაგრძობს.