დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი, აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა – ნოღაიდელი 2005 წლის უშიშროების საბჭოს სხდომის დეტალებს იხსენებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხდომის დეტალებს იხსენებს. ზურაბ ნოღაიდელმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ  უშიროების საბჭზე დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსი.

“იქით დაისვა კითხვა კითხვა, თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის ეს სამი სალოცავი. ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ, ყოველგვარი თუს გარეშე, იმის გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს რუკები და სხვაგან სხვა რუკებია, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი, აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა და ფაქტიურად იქნა დასმული და რაზეც იქნა კიდევ მიღებული გადაწყვეტილება ამ უშიშროების საბჭოზე მსჯელობის შედეგად, მსჯელობა იყო. მომხსენებელმა თქვა ეს, მომხსენებელი ვინ იყო არ მახსოვს ვინ იყო, შეიძლება იყო სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა ან ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი და არა ექსპერტი. ამის დადგენა ძალიან ადვილია, მე არ მგონია აქ რამე პრობლემა იყოს, მომხსენებელი ვინ იყო ამის დადგენაც ადვილი იქნება. კითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა და შესაბამისად, პასუხი მომხსენებლისგან მიიღო, შემდეგ გააკეთა დასკვნა სააკაშვილმა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა რჩება, ამ ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება. უშუალოდ, ამ სხდომაზე ამ პრობლემის მოგვარების მცდელობები ბევრი იყო”,  – განაცხადა ნოღაიდელმა.