დავით გარეჯის საქმე ძალიან სენსიტიურია, დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს – კარლ ჰარცელი

დავით გარეჯის საქმე ძალიან სენსიტიურია როგორც საგარეო, ისე საშინაო კუთხით – პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დავით გარეჯის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

“ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამას ისეთივე სიფრთხილით უნდა მოვეკიდო, როგორც სხვა ყველა. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს ბევრი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთანავე, ჩვენთვის, როგორც ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს საქმე ძალიან სენსიტიურია, ერთი მხრივ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ, რაც ასევე ყველასთვის გასაგებია. თუმცა, საკითხი სენსიტიურია ასევე იმ კუთხით, რომ ამას აქვს საშინაო, შიდა სენსიტიურობის განზომილება და როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ასევე ოპოზიციისგან ისმის კითხვები აღნიშნულის კონტექსტთან და დროსთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის გასაგებია იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ეს ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს”, – აღნიშნა ჰარცელმა.