პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს დეოკუპაცია და ინტეგრაცია, ამიტომ ლოგიკურია, რომ ვიცეპრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს.
“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშიროსი ორგანიზაციებში და პირველ რიგში, მზად ვიყოთ, რომ გავაკეთოთ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატოში შემდგომი ინტეგრაცია, პასუხი ოკუპაციაზე და იმ მოვლენებზე, რაც რეგიონში ვითარდება. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მთავრობის კიდევ ერთი ვიცეპრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი”,– თქვა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ეკონომიკის მიმართულებით ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი გახდა. ის ამ პოსტს აქამდეც იკავებდა.