თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე სალომე ზურაბიშვილის მთავარი მრჩეველი გახდა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით თევზაძე ამ თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს.
1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. 2004 წელს იგი იყო საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. 2017 წლიდან თევზაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი იყო.