დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ  მოსამართლემ თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა მას და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა.

დავით კეზერაშვილის საქმეზე 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. იმ დროს პროკურორი შალვა თადუმაძე იყო დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან განიხილა დავით კეზერაშვილის საქმე კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად.

“მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს” – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა დავით კეზერაშვილის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან.