დავით კირკიტაძეს PCR ტესტი ჩაუტარდა, თუმცა თვითიზოლაციაში ჯერ არ გადასულა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე შესაძლოა თვითიზოლაციაში გადავიდეს. მას კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მას  დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა შეხება, რომელიც მეუღლესთან, ტვ პირველის ჟურნალისტ ვიკა ბუკიასთან ერთად კორონავირუსის დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

კირკიტაძე ადასტურებს, რომ PCR ტესტი უკვე ჩაუტარდა და ამჟამად პასუხს ელოდება, თუმცა ის თვითიზოლაციაში არ გადასულა.

განახლება:

კირკიტაძე ამბობს, რომ ის ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობდა და სწორედ ლევან გოგიჩაიშვილისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მისი რჩევით ჩაიტარა ტესტი.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა კირკიტაძის ტესტის პასუხი და ის უარყოფითი აღმოჩნდა.