დავით კირკიტაძე რუსთაველებს ასაცრელ პუნქტებამდე მიყვანას სთავაზობს

რუსთავის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, დავით კირკიტაძე რუსთაველებს ვაქცინაციის პუნქტებამდე უფასოდ მიყვანას სთავაზობს.

“ხელისუფლებამ აკრძალა შიდა ტრანსპორტი და გადაადგილება გახდა გაუსაძლისი. მე მინდა ყველა რუსთაველს ვუთხრა, რომ ვისაც ექნება ხვალიდან პრობლემა, შეუძლიათ დაგვირეკონ და ჩვენ მოვემსახურებით ავტომობილებით. მივიყვანთ ასაცრელ პუნქტებამდე და დავაბრუნებთ სახლში. ვეტყვით ტელეფონის ნომრებს. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს იყოს კანონის ფარგლებში”,– ამბობს კირკიტაძე მთავარი არხის ეთერში.

მისივე განცხადებით, მზად არიან, ვაქცინაციის პროცესში ფიზიკურადაც ჩაერთონ.