ბიზნესმენ დავით კოდუას ციხეში Covid19-ი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 ლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება , რითაც დაუასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დავით კოდუას ოჯახში ძალადობის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა. კოდუას ბრალი ოჯახში ძალადობის საქმეზე ჰქონდა წარდგენილი.