ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, განესაზღვრა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ადვოკატი, დავით დადიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
შსს-მ გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავა. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ მენაბდემ გიორგი ჯანაშიასა და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.