ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ რამდენიმე დღის წინ დააარსა, რამდენიმე წუთის წინ კი თანაგუნდელები წარადგინა.
დავით ქაცარავას თანაგუნდელები არიან პიარ მენეჯერი ხატია ბაკურაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიშიკო რამიშვილი, პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი გიგიშა პატარიძე და ა.შ.
“ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ” – განაცხადა დავით ქაცარავამ.