“ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი უტყუარად, პირდაპირ ადასტურებს ივანიშვილის კავშირებს კრემლთან. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტებს, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად. კერძოდ, ევტუშენკოვთან, რომელიც იყო რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის სისტემის ხელმძღვანელი, 2007-2014 წლებში მმართველობაში მუშაობდა დავით ხიდაშელი. ის იყო ევტუშენკოვის პარტნიორი და მის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, ევტუშენკოვი ყიდულობს ბერძნულ კომპანია ინტრაკომს საბერძნეთში, რომელსაც ხიდაშელი ხელმძღვანელობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევტუშენკოვმა ხიდაშელი მიავლინა საბერძნეთში სატელეკომუნიკაციო სისტემის სამართავად.

სწორედ ეს კომპანია 2011-2012 წლებში სირიის სანქცირების შემდეგ, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, მათ აწვდიდა სანქცირებულ ტექნოლოგიებს, საკომუნიკაციო სისტემებს, სამხედრო ვერტმფენებზე დამონტაჟებულ სისტემებს, კონკრეტულად იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებიც ასადის რეჟიმს ხალხის ჟლეტვაში ეხმარებოდა.

ანუ, დავით ხიდაშელს, რომელიც საქართველოში მიწებს ყიდულობს, იგებს ტენდერებს და არის სასათბურე პირობებში, ეს დავით ხიდაშელი არის პირდაპირი შემსრულებელი კრემლის დავალებების, კერძოდ, სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს, ევტუშენკოვის, კრემლის მხრიდან ხიდაშელი გამოიყენებოდა მსგავსი საკითხებისთვის. ეს არის გამოძიება, რომელიც ბალკანელების მიერ არის ჩატარებული და არის დადასტურებული. ვეცდებით, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეს კრემლისტური ჯგუფიც იყოს სანქცირებული”

განაცხადა დროიას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.