დავიღალეთ ექიმებიც, უნარი შეიძლება დავკარგოთ ცოტა ხანში, ჩვენც გვინდა რომ ვიცოცხლოთ – რატიანი

დავიღალეთ ექიმებიც, უნარი შეიძლება დავკარგოთ ცოტა ხანში, ჩვენც გვინდა რომ ვიცოცხლოთ – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს. ამის შესახებ რატიანმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

”როცა ინფიცირებულთა რაოდენობა გემოეტრიული პროგრესიით იზრდება, ჩვენც ვერ დავეწევით პაციენტის მოვლას. ყველამ უნდა გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე. ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე უნდა დავიცვათ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ მართალია, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს მასიური ვაქცინაცია, მაგრამ პარალელურად უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცია.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს მართვით სუნთქვაზე, ყველას გთხოვთ, ამოწურადი რესურსი გვაქვს ექიმებსაც დავიღალეთ ექიმებიც, უნარი შეიძლება დავკარგოთ ცოტა ხანში, მოსახლეობას მოვუწოდებ, რაც შეიძლება ფხიზლად იყვნენ. ჩვენ ომში ვართ ექიმები, ძალიან ძნელია როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა უჭირს, გადადის აპარატზე და მერე კვდება. ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა რომ ვიცოცხლოთ ექიმებსაც, ამიტომ მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიცია ყველამ უნდა გადაყლაპოს, ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად”, – ამბობს ლევან რატიანი.