“რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას, აგრძელებს ჩვენი ქალაქებისთვის შეტევას, მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ყველა ქუჩას ყველა ქალაქში, ყველა უკრაინელის სახლს, ბინას. ახლა, როცა ოკუპანტი ჯერ კიდევ ჩვენს მიწაზეა, ის უნდა დავამარცხოთ, როგორც შეგვიძლია. დავიცვათ ქალაქები, დავიცვათ სოფლები, დავიცვათ ჩვენი მიწის ყოველი მეტრი და ჩვენი გულის ყოველი ნაწილი, უკრაინული გულის, უკრაინული სულის. დაეხმარეთ ერთმანეთს! მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს! მხარი დაუჭირეთ დაცვას და დაიცავით სახელმწიფო! ერთად – ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!”
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვაში.