დავიწყებთ აქ მშენებლობას – აცხადებს სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელი, გოგა ზაქაიძე. სასტუმროს მფლობელი პასუხს ელოდება იმის შესახებ თუ რა ბედი ელის ვაკის პარკის მიმდებარედ კერძო საკუთრებას, რომელზეც სასტუმრო უნდა აშენებულიყო. თბილისის მერმა ვაკის პარკის რეაბილიტაცია უკვე დაანონსა და კერძო საკუთრება ვაკის პარკში, პარკის რეაბილიტაციის არეალში ხვდება. გოგა ზაქაიძე ამბობს, რომ კალაძესთან და ხმალაძესთან შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია და მერიის ხელმძღვანელობას მისთვის ღირებული არაფერი შეუთვაზებია.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრები კალაძესთან და ხმალაძესთან ამ პერიოდის განმავლობაში, მათგან არაფერი ღირებული შემოთავაზება არ იყო” – აცხადებს ზაქაიძე.