“ასეთ აბსურდზე რა კომენტარი გავაკეთო, დავიჭერ მეც ხელში რაღაცა “შპილკებს” და ვიტყვი, რომ ეს არის მოსასმენი აპარატურა. არ ვიცი, ასეთ სისულელეებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.
ეს არის სულელური განცხადება და სულელურ განცხადებას არ შეიძლება უწოდო სკანდალური განცხადება”
ასე ეხმაურება, “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მოსასმენი აპარატურა და სათვალთვალო კამერები სახლში და მანქანაში იპოვა. ასევე, მისი თქმით, კამერა დამონტაჟებულია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსზე, რომელიც მის კაბინეტს უყურებს.