დავიჯერებთ, როდესაც დავინახავთ რუსეთის ჯარების გაყვანას – კულება

უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება ეხმიანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას, რომ წვრთნების შემდეგ ჯარების ნაწილი დისლოკაციის ადგილზე ბრუნდება. ინფორმაცის BBC ავრცელებს.

კულებას თქმით, უკრაინა ამ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერებს, რაც ჯარების გაყვანას თავად ნახავს.

„ჩვენ გვაქვს წესი: არ დაიჯეროთ ის, რაც გესმით, დაიჯერეთ ის, რასიც ხედავთ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარების ნაწილი ბაზაზე ბრუნდებოდა.

“როდესაც დავინახავთ გაყვანას, ჩვენ დავიჯერებთ დეესკალაციის”,– აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, უკრაინა მოკავშირეებთან ერთად აგრძელებს დიპლომატიის გზას ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.