რუსეთი აცხადებს, რომ წვრთნების შემდეგ ჯარებს დისლოკაციის ადგილზე აბრუნებს

რუსეთის  თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები წვრთნების დასრულების შემდეგ უბრუნდებიან მუდმივი განლაგების პუნქტებს. ინფორმაციას Tass.ru ავრცელებს.

მისი მტკიცებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილებმა უკვე დაიწყეს მანქანებზე დატვირთვა და დაიწყებენ მოძრაობას.

“საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ჯარები, როგორც ყოველთვის, ერთობლივად განახორციელებენ მსვლელობას მუდმივ განლაგების პუნქტებამდე. სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვა და დღესვე დაიწყებენ მოძრაობას სამხედრო გარნიზონებში“, – ნათქვამია ოფიციალური პირის განცხადებაში.

მანვე აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსეთის სამხედრო ატაშე დააკვირდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების ბოლო ეტაპს.