რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო დიალოგს უშედეგო უწოდა.
“ევროკავშირის მაღალჩინოსანმა საქართველოსთან დღევანდელ სავიზო დიალოგს ‘საკმაოდ უნაყოფო’ უწოდა.” – დაწერა იოზვიაკმა 11 ივნისს X-ზე.
ბრიუსელში გუშინ ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართა
“დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი… მომავალი გვიჩვენებს [იქნება თუ არა] სხვა შეხვედრები. პოზიტიურად ვარ განწყობილი… არ ვიცით ჯერ შედეგები” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ტაბატაძემ















