“დავკარგეთ 137 ჩვენი გმირი, კუნძულ ზმეინზე დაღუპულებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ”- აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
“ჩვენ დავკარგეთ 137 ჩვენი გმირი, ჩვენი მოქალაქე, აქედან 10 ოფიცერი. კიდევ 316 ადამიანი დაშავდა. კუნძულ ზმეინზე დაღუპულ მესაზღვრეებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი აიღეს.