ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ, რათა მთავარობამ შეზღუდვები არ დააწესოს.
“მოვუწოდებ მეც მოსახლეობას, აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეზღუდვა, ვინაიდან, სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთილხდეთ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია, ეს უკვე რიცხვობრივადაც მტკიცდება და ამას ამტკიცებს ის სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც გვაქვს. მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და დავრჩეთ სახლში”,- აცხადებს ტიკარაძე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა 5 ადამიანი.