დავრწმუნდი, რომ გაუარესება ან ესკალაცია არ იქნება – მაკრონი უკრაინაზე

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ის დაარწმუნა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალები კრიზისს არ გაამწვავებენ.

“მე დავრწმუნდი, რომ გაუარესება ან ესკალაცია არ იქნება”, – განაცხადა მან უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გუშინ, 7 თებერვალს შეხვდა, დღეს კი აუდიენცია ზელენსკისთან გამართა.