დავუპირისპირდებით უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას! – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ, განაცხადა, რომ უკრაინის არმია ქვეყნის “მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა” და პარიზი მკაცრად დაუპირისპირდება  “უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას”. სებასტიან ლეკორნუმ ამის შესახებ, პარიზში თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის გახსნისას ისაუბრა.

ფორუმის პარალელურად დაგეგმილია ევროპული ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელშიც მაკრონიც მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ ევროპის ქვეყნების ჩართულობა უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიაში. არსებული  ინფორმაციით, განიხილება საფრანგეთის მონაწილეობა უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო ოპერაციაში.