“დაზარალებულმა ორივე ბრალდებული ამოიცნო, ემუქრებათ უვადო პატიმრობა” – აცხადებს, მონაზონე ძალადობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი.
“დაზარალებულის ჩვენება არის დეტალური, სადაც იგი აღწერს ძალადობის ფაქტებს, აღწერს ასევე, შემზარავი გაუპატიურების ფატებს. საშინელი ჩვენებაა. ჩვენთვისაც კი რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა. ორივე მათგანი, ორივე ბრალდებული დაზარალებულმა ამოიცნო. ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებდა, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ამ ფაქტებს უარყოფდა. ყველა ის მტკიცებულება არსებობს და მოპოვებულია, რომელიც ადასტურებს ამ ორი ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენას. ორივე მათგანს ემუქრება უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც ითვალისწინებს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრება მოუწევთ ციხეში გატარება”,- ამბობს დავით ყაზარაშვილი, პროკურორი.
მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულების პროცესი დასრულდა და მათ პატიმრობა შეეფარდათ. პროცესს თავად დაკავებულებიც ესწრებოდნენ.