დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინაზე შემდეგი მასიური თავდასხმა 22 ან 23 დეკემბერს იქნება

გამოცემა Pravda უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინაზე შემდეგი მასიური თავდასხმა 22 ან 23 დეკემბერს იქნება.

დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ 67 რაკეტას გამოიყენებს, რომლის მოქმედების მანძილიც 500 კილომეტრი და მეტი იქნება. დაბომბვის მეორე დღეს, კი არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა დრონები გამოიყენოს. ხოლო თავდასხმისთვის რუსები მინიმუმ ოთხ ისკანდერს, 8-დან 14-მდე ტუ-95-ის ტიპის თვითმფრინავს, დაახლოებით სამ ნაღმმტყორცნს და სამ ტუ-22M3-ის ტიპის თვითმფრინავს გამოიყენებს.