“სიახლე რაც არის, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი. შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა, თუმცა მისი პატრონები, როგორც ვიცით, დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. დაიგეგმა უკვე ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, რა სამუშაოები, მდინარის პირას და მდინარის, ვთქვათ, კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამას მერე დეტალურად, ალბათ, გეტყვიან თვითონ, გააკეთებენ განცხადებას,”

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ვერტმფრენთან დაკავშირებით მისივე გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა ტერიტორია დაღამებამდე, დღის შუქზე სრულად დაათვალიერა.