“პირველ რიგში საუბარი პრეზიდენტთან იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, პრეზიდენტს აღელვებს, საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელვას.
ჩვენი პოზიცია იმპიჩმენტზე არის ეს, რაც არის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. უფრო მეტი, რომ დავაზღვიოთ ალბათ იმპიჩმენტის საკითხი, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივი რაღაც, რაც არის, რომ როდესაც იმპიჩმენტის საკითხი დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში, არც ერთი ოპოზიციის წევრი უბრალოდ არ უნდა შევიდეს სასესიო დარბაზში და ამით გამორიცხოს ყველანაირი აბსოლუტურად სპეკულაცია. აბა ბოიკოტთან დაკავშირებით მე ისე კარგად მახსოვს ბატონი ელისაშვილი გაყიდული, როგორც დაგიბარებია”,
აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე.